ფეხბურთელი გური გიორბელიძე დაინიშნა – ვინ არის წარმატებული სპორტსმენის ულამაზესი რჩეული – Marao

ქართველმა ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულს, უმშვენიერეს თეკლა დვალიშვილს, ხელი სთხოვა, წყვილმა კი ბედნიერი მომენტი მეგობრებსაც გაუზიარა და კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: “მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მიყვარხარ სამუდამოდ”.
28 წლის ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე 1996 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თამაშობს მცველის პოზიციაზე და მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, შვედეთის წინააღმდეგ შედგა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ანგარიშით 0–1 წააგო.
„ბავშვობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამას მივაღწიე”, – ამბობდა ფეხბურთელი.
ამ მომენტისთვის გიორბელიძე კლუბის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სხვადასხვა დროს ის იყო ბოლნისის “სიონის”, გორის “დილას”, “ვოლფსბერგერის”, დრეზდენის “დინამოს”, ლუბინის “ზაგლებიეს”, “დინამო სა” და “ვოივოდინას” ფეხბურთელი.
გური გიორბელიძის რჩეული უმშვენიერესი თეკლა დვალიშვილია. თეკლამ 2021 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, ამის პარალელურად კი, აქტიურადაა დაკავებული სამოდელო საქმიანობით და სხვადასხვა ბრენდის გადაღებებში ხშირად იღებს მონაწილეობას.
გური და თეკლა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ “ტიკ-ტოკზე”, სადაც მათ ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველთვის უამრავი მოწონება აქვს.