ვეტერანმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა აღიარა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მას გაკოტრების ეშინოდა.
“რეალისა” და “ტოტენჰემის” ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად მშობლიურ კარდიფში ორ ბარს ფლობს, ასევე წილებს გოლფის ლიგაში, გარდა ამისა კონსორციუმმა, სადაც როგორც გაირკვა გარეთ ბეილიც შედიოდა, საფეხბურთო კლუბ “კარდიფის” შეძენა სცადა, თუმცა კლუბის ამჟამინდელმა მფლობელმა ვინსენტ ტენმა წინადადება იუარა.
ბეილის თქმით, ბევრმა სპორტსმენმა არ იცის ფინანსების მართვა, თავად კი ფულს ბიზნესში აბანდებს.
“იყო ერთი რაღაც, რისიც ყოველთვის მეშინოდა. ალბათ კითხულობთ ამბებს, თუ როგორ კოტრდებიან ესა თუ ის ცნობილი სპორტსმენები კარიერის დასრულების შემდეგ. მათ არ იციან ფინანსები როგორ მართონ.
ჩემი აზრით, სპორტსმენები ფუფუნებაში ცხოვრობენ, მე კი ასე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვფიქრობდი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ რა მეკეთებინა.
სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობ თანხის ჭკვიანურად დაბანდებას სხვადასხვა ბიზნესში. შესაძლოა, ერთმა ბიზნესმა არ იმუშაოს, თუმცა ამით არაფერი მთავრდება”, – განაცხადა ბეილმა Front Office Sports-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, უელსელმა ფეხბურთელის კარიერა 2023 წელს დაასრულა. საკლუბო კარიერაში გარეთ ბეილმა 554 შეხვედრა ჩაატარა, 186 გოლი გაიტანა, 139 საგოლე პასი გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. კარიერის ბოლო რამდენიმე თვე ბეილმა MLS-ში გაატარა, სადაც MLS-ის თასის და გულშემატკივართა ტიტულის გამარჯვებული გახდა.
“დიბალა თუ ლაუტარო?” – ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
“აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი” – ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა
BMV – “რეალის” შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
“ბარსელონას” და მსოფლიოს ვაფრთხილებ” – ბეილის განცხადება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ
