ფეხბურთელების ცრემლები, ფანების სიმღერა… კლოპი “ლივერპულიდან” გააცილეს [VIDEO]

გუშინ, 19 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში “ლივერპულმა” შინ “ვულვზი” 2:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრაში “სქაუზერებს” იურგენ კლოპმა ბოლოჯერ უხელმძღვანელა. გერმანელმა სპეციალისტმა 9-წლიანი ბრწყინვალე მუშაობის შემდეგ “მერსისაიდელები” დატოვა.
გაცილების ცერემონიისას, “ლივერპულის” რამდენიმე ფეხბურთელმა ცრემლებიც კი ვერ შეიკავა.
კლოპმა “ლივერპული” 2015 წელს ჩაიბარა და კლუბს 8 ტიტული მოაგებინა: 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა, ამავე წელს უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი, 2020 წელს პრემიერლიგა (პირველად კლუბის ისტორიაში), 2-ჯერ ლიგის თასი (2022/2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და ქომუნითი შილდი (2022).
გადაწყვეტილი ამბავია, რომ “სქაუზერებს”
მომდევნო სეზონში არნე სლოტი გაწვრთნის. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ინგლისური კლუბი “ფეიენოორდს” კომპენსაციის სახით 13 დან 15 მილიონ ევრომდე გადაუხდის.
“ლივერპულმა” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი 82 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ “სიტის” 9 ქულით ჩამორჩა.