ფესტივალში „ზაფხულის ღამის ჯაზი“ წელს მონაწილეობას 120-მდე მუსიკოსი მიიღებს

ფესტივალში „ზაფხულის ღამის ჯაზი“ წელს მონაწილეობას 120-მდე მუსიკოსი მიიღებს
3 დღიან ფესტივალში, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“, ყოველ წელს მონაწილეობას იღებენ როგორც დამწყები, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი
მუსიკოსები. წელს მსმენელის წინაშე წარდგება 120-მდე მუსიკოსი.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART
ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი
ფესტივალის პროგრამა:
06.06.2025
· დაჩი ცერცვაძის კვარტეტი
· Accidental Jazz Quintet
· ნიკუშა ჯანელიძის კვინტეტი
· დათო კაკულიას კვინტეტი
· ვანიანო, ერიკ ჯანიკიანი, გიორგი სამსონაძე, ჯორჯ მელი. სპეციალური მოწვევით ელენა ბევზ
· თბილისი-ნიუ იორკ ქონეშენს ტრიო და მარიკო ებრალიძე
· ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, დათო ჯაფარიძე, სპეციალური სტუმარი – იპეკ დინკ
· დათო ევგენიძის ბენდი
07.06.2025
· ოთარ მაღრაძე, გიორგი სალაღიშვილი, გიორგი სამსონაძე
· ნიკა გაბაძე, დანიელ ადიკაშვილი, დავით გოგისვანიძე, ლაშა საყვარელიძე, რეზო კიკნაძე – M-Base Music
· სანდრო ბიბიჩ ტრიო
· სოფიო მურუსიძის კვინტეტი
· ლაზარე გალდავას კვინტეტი
· კახი ჯაგაშვილის ბენდი
· Jazz In Bloom
· ნუცი ნებიერიძის კვარტეტი
08.06.2025
· მაია ბარათაშვილი და „შინ“ – ზაზა მიმინოშვილი, ზურა გაგნიძე, ბექა ბუჩუკური
· Groove Elation
· გიორგი კახიანის კვარტეტი
· მარიამ გალოგრეს კვინტეტი
· დინი ვირსალაძის კვარტეტი
· ირიაო
· ეკა დოლიძე და DMS Band
· Jam Session Georgia
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს