ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო“ ექვსი ქართველი პოეტი ქალის კრებულის – „მე ბევრი ვარ” – პრეზენტაცია გაიმართა

საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ქ. გენტში, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ექვსი ქართველი პოეტის ქალის ლექსების სამენოვანი (ქართული, ფრანგული, ნიდერლანდური) კრებულის – „მე ბევრი ვარ”- პრეზენტაცია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას ქართველმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება გააცნეს და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს. მათთან ერთად საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა ნატალია მანდარიამ. ღონისძიებაზე ბელგიის თვითმოქმედმა ფოლკლორულმა გუნდმა „მეზობლებმა” ქართული ფოლკლორის ნიმუშები, მათ შორის – „მრავალჟამიერი“ შეასრულა.
წიგნში თავმოყრილია ცნობილი ქართველი პოეტების: ლია სტურუას („ტყეს, რომელიც მიყვარს“, „სეზანი“, „რამდენი უპასუხობა“, „ზღვაზე ვფიქრობ“, „გაყინული ქუჩა“, „ადამიანის ხმა“), რუსუდან კაიშაურის („მე ბევრი ვარ“, „ჩემი ცხოვრება“, „ქალი მაგიდა“, „გეოგრაფია“, „ჩემი ბებია“, „სახედრიდან მერნამდე“), ელა გოჩიაშვილის („გაჩერებაზე“, „წესრიგი“, „ნუგეში ლეღვის ხისადმი“), მაია სარიშვილის („ასეც შეიძლება მოხდეს“, უმჯობესია ისე მოკვდე“, „აღმოჩნდა, რომ ყველა სიტყვა“, „ნორმალურებო, სწორდით და სმენა“, „ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო“, „სასტიკი პასუხი“), ირმა შიოლაშვილის („კაბა“, „ოქტომბერი“, „ძველი სიყვარული“, „ცალი ფრთა“, „ჩემი ავღანელი გოგოები“), ლელა სამნიაშვილის („ქალი პოეტი“, „მთავარი ცვლილება“, „რა შეიძლება დაემართოს სიყვარულს“) ლექსები.
ლექსები ნიდერლანდურ ენაზე თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულად – ბაჩანა ჩაბრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება