ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო” ბრიუსელში ანსამბლ „დიდგორის“ სოლოკონცერტი გაიმართა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო”, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, სქარბექის საკრებულოში, ანსამბლ “დიდგორის” სოლოკონცერტი გაიმართა.
საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალზე ანსამბლის კონცერტები იმართება 11-იდან 18 ნოემბრის ჩათვლით. ევროპელ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა “დიდგორისა” და “დებ ჩამგელიანების” ერთობლივ კონცერტს ბრიუსელში, რომელზეც ჭუნირის თანხლებით შესრულდა სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, “ევროპალია-საქართველოს” ეგიდით, 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ევროპელ საზოგადოებას, ოთხი თვის განმავლობაში, შეუძლია, ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ამ ბმულზე, ხოლო კონცერტის შესახებ ინფორმაცია – ამ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს