„ფერო ქრომი“ – საქართველოში ახალი ტიპის ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო

საქართველოში ფეროშენადნობების დარგში შექმნილი კრიზისის ფონზე მწარმოებლების ნაწილმა ახალი ტიპის ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო. დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეროქრომის ბაზარზე ქართული კომპანიების სახით ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ამ ტიპის ფეროშენადნობის წარმოება მათთვის ფინანსურად უფრო მოგებიანია, თუმცა ახალ საწარმოო პროცესზე გადასვლა დიდ ინვესტიციას მოითხოვს.