ფერმერების პროტესტი ევროპაში – ში მიმდინარე ომმა მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური გარემო შექმნა

უკრაინაში მიმდინარე ომმა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არასტაბილური გარემო შექმნა მეზობელ ქვეყნებში. დაცარიელებული სარკინიგზო სადგურები, უკმაყოფილო მგზავრები და ქაოსი გერმანიის სატრანსპორტო სამსახურში. ქვეყნის მასშტაბით, მატარებლის მემანქანეებმა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყეს. გაფიცვა 6 დღე გაგრძელდება. პროტესტის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის გათვალისწინებით, ეკონომისტებმა გაფიცვას ისტორიულიც კი უწოდეს.
ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო კონცერნ “დოიჩე ბანთან” მიმდინარე შრომითი დავის გამო დაწყებული გაფიცვა გავლენას ათასობით მგზავრზე მოახდენს. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა შესაძლოა, მილიარდ ევროზე მეტით დაზარალდეს.
მატარებლის მემანქანეებისთვის “დოიჩე ბანის” მიერ შეთავაზებული გაუმჯობესებული პირობები მოლაპარაკებებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დასაქმებულები ხელფასის 550 ევროთი ზრდასა და სამუშაო გრაფიკის შემცირებას ითხოვენ.
მემანქანეების გარდა, გერმანიაში ფერმერების გაფიცვაც მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქალაქში გზები ტრაქტორებით გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი გერმანიის მთავრობის გეგმაა, რომელიც აგროკულტურული სუბსიდიების ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ფერმერების თქმით, მთავრობის გეგმები, რომელიც ქვეყანას დაახლოებით 900 მილიონ ევროს დაუზოგავს, მათ ბიზნესებს გააკოტრებს.
პროტესტის ნიშნად, გზები გადაკეტეს ფერმერებმა საფრანგეთშიც. მომიტინგეები მთავრობისგან რეგულაციების შემსუბუქებას, იაფი იმპორტისა და მზარდი ხარჯებისგან დაცვას მოითხოვენ. ფერმერების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფერმერების პროტესტია პოლონეთშიც. აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ფერმერები უკრაინული აგრარულ პროდუქტის შეტანის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან იაფი პროდუქცია, გერმანიისა და საფრანგეთის ბაზრის მსგავსად, მათაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით