ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზეთის დღეების ფარგლებში, “აფხაზეთობა” აღინიშნა

ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზეთის დღეების ფარგლებში, “აფხაზეთობა” აღინიშნა
დღეს ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზეთის დღეების ფარგლებში, “აფხაზეთობა” აღინიშნა.ზეიმს ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად.
ღონისძიებას ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები აფხაზეთის თემატიკაზე.
ნაჩვენები იყო, სპექტაკლი „მე მაოცებენ ლამპიონები“ თეატრალური დასის „სოხუმი“-ს შესრულებით.
ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზური კულტურის ამსახველი ხელოვნების ნიმუშები და ისტორიული ნივთები.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, საკრებულოს წარმომადგენლები და მობრძანებული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე