ფერეიდნელ ქართველებს ირანში დეპორტაცია ემუქრებათ | სახელმწიფო მათ საფრთხედ მიიჩნევს და ბინადრობის უფლებას არ უგრძელებს

ფერეიდნელ ქართველები, რომლებიც წლებია საქართველოში ცხოვრობენ, შეიძლება ისევ ირანში დააბრუნონ. მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თანამემამულის სტატუსს აღარ აძლევს, შესაბამისად ბინადრობის ნებართვაზეც უარს ეუბნებიან. ეს კი პირდაპირი მინიშნებაა, რომ ისტორიულ სამშობლოში, ვეღარ დარჩებიან.
როგორც თავად ამბობენ, სახელმწიფომ ისინი საფრთხედ მიიჩნია, მაგრამ რატომ და რა გახდა ამის საფუძველი, განმარტებები ვერ მიიღეს.