ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს – დანიელ ფრიდი

ფერადი რევოლუციების შესახებ წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენილ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. დიპლომატის თქმით, ამერიკას არც ში გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია და არც საქართველოში.
ფრიდი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, კიდევ უფრო მეტი ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას.
“რუსეთი ქმნის ცრუ ნარატივებს, საბაბს, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს იმის ასახსნელად, რის გაკეთებასაცა აპირებს. ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია. ამერიკას არ გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, არც ვარდების რევოლუცია საქართველოში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვინმესთვის, ქართველები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, რუსეთი კი ცდილობს ამ ცრუ ნარატივებით საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, უბიძგოს მას, კიდევ უფრო ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას,” – ამბობს დანილე ფრიდი.