“ფენერბაჰჩე” შესაძლოა, თურქეთის ჩემპიონატიდან მოეხსნას

თურქეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “ფენერბაჰჩემ” გასვლაზე “ტრაბზონსპორი” 3:2 დაამარცხა, მთავარი მოვლენები კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა.
მასპინძელი გუნდის ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება უკონტროლო იყო. ისინი სტუმარი კლუბის ფეხბურთელებზე ფიზიკურ ძალადობას ცდილობდნენ.
დღეს სტამბოლურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნილია, რომ 2 აპრილს დირექტორთა საბჭო ინციდენტზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
არაა გამორიცხული, “ფენერბაჰჩემ” თურქეთის ჩემპიონატის გაგრძელებაზე, სადაც მე-2 ადგილზეა და ლიდერ “გალათასარაის” 2 ქულით ჩამორჩება, უარი თქვას.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში