“ფემიციდის შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს” – ამის შესახებ თურქეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ბექირ საჰინმა, CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, სამუდამო პატიმრობა ზოგ შემთხვევებში არასაკმარისია. თურქეთის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ქალის მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ აბრკოლებს სხვებს იგივე დანაშაული ჩაიდინონ.
თურქეთში სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად არ გამოიყენება 1984 წლიდან. ქვეყანამ ის ოფიციალურად აკრძალა 2004 წელს ევროკავშირში შესვლის ხელშემწყობი რეფორმების ფარგლებში.