ფელიქსს “ჩელსიში” გადასვლა ძალიან სურს და ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

The Telegraph-ის თანახმად, “ატლეტიკოს” ფორვარდ ჟოაო ფელიქსს “ჩელსიში” გადასვლა ძალიან სურს და მზად არის, ამისთვის ხელფასის შემცირებასაც დასთანხმდეს, რათა ლონდონელთა ხარჯების სტრუქტურაში მოხვდეს.
თავის მხრივ, “არისტოკრატები” მადრიდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი “როხიბლანკოსთან” 2029 წლის 30 ივნისამდეა. Transfermarkt-ი მას 30 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ სეზონში ჟოაო ფელიქსმა “ბარსელონაში” იჯარის დროს 44 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის “ჩელსიში” 2023/24-წლების სეზონის მეორე ნახევარშიც იყო განათხოვრებული, რა დროშიც 16 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში
4 გოლი შეაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში