ფელიქსი კარიერას “ჩელსიში”, გალაჰერი კი “ატლეტიკოში” გააგრძელებს

“ატლეტიკოს” შემტევი ჟოაო ფელიქსი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” “ინდიელებს” 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.
საპირისპიროდ, “ლურჯების” რიგებიდან კონორ გალაჰერი კარიერას “როხიბლანკოში” გააგრძელებს. ინგლისელი ფეხბურთელი კლუბებს შორის ფელიქსზე შეთანხმებას ელოდებოდა და მას შემდეგ რაც ყველაფერი მოგვარდა, ინგლისელის ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.
შეგახსენებთ, ფელიქსი “ჩელსის” ღირსებას 2023 წელს იჯარის წესით იცავდა, მაშინ პორტუგალიელმა 23 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში