ფელიპე კოუტინიო კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე კოუტინიო კარიერას “ვასკო და გამაში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბრაზილიური კლუბი ავრცელებს.
32 წლის კოუტინიო სწორედ “ვასკო და გამას” აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი “ინტერის”, “ესპანიოლის”, “ლივერპულის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ფელიპემ კარიერაში 11 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და კოპა ამერიკა.
კოუტინიომ გასული სეზონი კატარულ “ალ დუჰაილში” გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში