ფეკალიებით დაბინძურებული წყალი სკოლებში და ბაღებში – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ფეკალიებით დაბინძურებული წყალი სკოლებში და ბაღებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წყლის მონიტორინგის შედეგებს გავეცანი.
⚠️უმძიმესი მიკრობიოლოგიური და ქიმიური დარღვევებია აღმოჩენილი ქვეყნის მასშტაბით სასმელ წყალში, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული წყლის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით არ უნდა იყოს. ესენია:
E-coli, კოლიფორმები, St. Faecalis. ზოგან სიმღვრიე, ნორმაზე მეტი ჟანგვადობა, ნიტრატები და სიხისტე.
●2021-ში 227 დარღვევა დაფიქსირდა.
●2022 წელს – 147
●2023 წელს – 484
●2024 წელს – 348
❗️საგანგაშო ის არის, რომ აქედან, 352 დარღვევა სკოლებისა და საბავშვო ბაღების სამზარეულოს ან ეზოს ონკანებიდან აღებულ წყალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საშიშ და დაბინძურებულ წყალს სვამენ.
კიდევ უფრო მძიმე ის არის, რომ უმრავლესობაში აღმოჩენილია E-coli.
☢️წყალში მისი არსებობა პირდაპირ მიუთითებს ფეკალური მასებით დაბინძურებაზე. შეუძლია გამოიწვიოს დიარეა, საშარდე გზების ინფექცია, პნევმონია, სეფსისი და სხვა დაავადებები.
დავრეკე სურსათის უვნებლობის ლაბორატორიაში და მითხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი წყლის დალევა, ე.ი. საიდანღაც ფეკალიები ერევაო.
ℹ️მაინც შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოში თითქმის მილიონი ადამიანი წყალმომარაგების სისტემის გარეშე ცხოვრობს. ხოლო, ვისაც წყალი მიეწოდება, მათგან ბევრ შემთხვევაში – გრაფიკით და როგორც აღმოჩნდა – ისიც დაბინძურებული.