„ფეისბუქი ხომ აჭრელდა, ბავშვებმა მითხრეს, ტიკტოკზე იმდენი ნახვები აქვსო… ჭკუაზე არ იყვნენ“ – ეს არტისტული შესრულება უნდა ნახოთ

მარინა დარასელიას და ზურაბ ანთელავას დუეტმა მოწონება დაიმსახურა. ოზურგეთში სილამაზის კონკურსზე ჟიურის წევრები ყოფილან და ოზურგეთსა და ქობულეთში ბანკეტზე შემოსძახეს.
მსახიობმა “პრაიმტაიმთან” პატარა კომენტარი გააკეთა.
მარინა დარასელია: “ყვავილების ქვეყანა”-ს შესრულება მთხოვეს, ვიმღერებ-მეთქი და ზურამ, სპონტანურად, აკომპანემენტი გამიკეთა. ლამაზი დუეტი გამოვიდა. მე და ზურა ორივე ზუგდიდის თეატრის მსახიობები ვართ.
ფეისბუქი ხომ აჭრელდა და მერე, ბავშვებმა მითხრეს, ტიკტოკზე იმდენი ნახვები აქვსო. ჭკუაზე არ იყვნენ…
მეტყველების კულტურას ვასწავლი კერძო სკოლაში და კიდევ სასულიერო სკოლაში და იქაურმა მოსწავლეებმა მახარეს. პედაგოგობას მივყავი ხელი. რასაც თეატრალურ უნივერსიტეტში პირველ-მეორე კურსზე მასწავლიდნენ, გაკვეთილების შემდეგ იმას ვასწავლი მოსწავლეებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ალი ავარდა! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა! ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო…“ – რა შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ბაგრატის ტაძარში
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ – სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს
„გავთხოვდი… დაიწყო ჯოჯოხეთის შემდეგი ეტაპი…“ – ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში ცხოვრების დეტალებზე
“ცოტა მოვწრუპე. მიყვარს, ცოტას ვსვამ ხოლმე და მერე “იშტაზე” მოვდივარ” – კირა ანდრონიკაშვილი