პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ფეისბუქის მასშტაბით ხელისუფლების დამცველთა ძალიან დიდი ნაწილი არის ე. წ, ტროლი. შეიძლება ერთი ადამიანი ცხრა სახელით და გვარით პოსტავდეს და ქმნიდეს სიმრავლის და საზოგადოებრივი აზრის ილუზიას.
ბუნებრივია, ყველა ვინც ხელისუფლების მომხრეა, ტროლი არ არის, მაგრამ მათი გარჩევა არის აუცილებელი, რადგან ტროლს თუ შევეკამათებით, ამით მხოლოდ გავუზრდით წვდომას ფეისბუქის სხვადასხვა მომხმარებელზე და შესაბამისად სახელისუფლო პროპაგანდასაც გავუზრდით წვდომის არეალს., აქედან გამომდინარე მე პირადად ვიქცევი ასე: როცა ვიღაც უცნობი აფიქსირებს პროსახელისუფლო პოზიციას, შევდივარ მის კედელზე, სადაც თუ არ არის ფოტოები, სტატუსები და დაბადების დღის მილოცვები და ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობის კვალიც არ შეიმჩნევა, ესე იგი მაღალი ალბათობით ტროლია. შემდგომ ამისა კი, ყოველგვარი შეკამათების გარეშე ვშლი მის კომენტარს ჩემი კედლიდან და თავად ტროლს ვბლოკავ და ვარეპორტებ.
ვეტერანმა ფეისბუქელებმა ეს კი იციან, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ნამეტნავად ააგუგუნეს ტროლ-ბოტების ფაბრიკა-ქარხნები და თან გამეორებაც ცოდნის დედაა.