“ფეინოორდის” მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ფეინოორდის” ახალი მწვრთნელი რობინ ვან პერსი იქნება და კლუბი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.
წარსულში ცნობილი ფორვარდი მიმდინარე სეზონში “ჰერენვენში” საკმაო წარმატებით მუშაობდა და საბოლოოდ, როტერდამელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.
“ფეინოორდში” სეზონი ბრაიან პრისკემ დაიწყო, რომელმაც “ლივერპულში” გადაბარგებული არნე სლოტი შეცვალა, მაგრამ პრისკე მალევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და როტერდამელებს დროებით პასკალ ბოსხარტი ავარჯიშებდა, ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგიდან “მილანი” გამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში