ფედერაციას შევთავაზეთ, გვეყიდა და Silknet-ში, ჩვენს არხებზე, გვეჩვენებინა ჩემპიონატი. პასუხიც არ გაგვცეს – ბიძინა ბარათაშვილი

Silknet-ს ჰქონდა შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ექსკლუზიური უფლება ეყიდა და საქართველოს ჩემპიონატის თამაშები ეჩვენებინა. ამის შესახებ სპორტის ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა BMGTV-ის გადაცემა BMGdrive-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფედერაციისგან პასუხიც კი ვერ მიიღეს, რაც გაუგებარია. ბიძინა ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა იყო შეთავაზებული და ამასთან, ცალკეული თამაშების ჩვენება ისედაც უფასოდ ხდებოდა.