აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ხელახლა აამოქმედა.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტარიფების გაუქმების მომთხოვნმა მხარეებმა თავიანთი პოზიცია 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. აშშ-ის მთავრობას კი 9 ივნისამდე აქვს პასუხის გაცემის ვადა, რის შემდეგაც სასამართლოს შეუძლია, ტარიფების შეჩერება გააგრძელოს.
მანამდე აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს ტარიფების დაწესებით და მათი მოქმედება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ხელს უშლიდა ტრამპს, რომ გამოეყენებინა ჩინეთის, მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ნიშნავს, რომ ტარიფები ხელახლა შედის ძალაში.
1tv.ge
