დღეს ფედერალისტებმა სადამფუძნებლო ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრები და ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. პარტიის ცნობით, ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო.
ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კი – თამარ ჩერგოლეიშვილი.
