ფედერალისტების წევრი გიორგი სიხარულიძე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

ფედერალისტების წევრი გიორგი სიხარულიძე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი წერს.
24 ოქტომბერს პროპაგანდისტულმა PosTV-იმ დაკავებულებად წინასწარ გამოაცხადა პირები, რომლებიც იმ დროისთვის დაკავებულები არ იყვნენ. მოგვიანებით პოსტივიმ ქარდი წაშალა, თუმცა მასზე აღნიშნული პირები: გიგა ლემონჯავა, ნიკა კვიტატიანი, თენგო კირთაძე, თამთა გოგოლაძე, გიორგი სიხარულიძე და ნატო სლეპაკოვა მოგვიანებით დააკავეს.