„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის დაუსრულებელ ძიებაშია და პსვ-დან ნოა ლანგის დამატებას აპირებს. აღნიშნულ საკითხზე საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკე ფედელემ, რომელიც ობიექტურობით და პირდაპირობით გამოირჩევა, რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა. მან არ დამალა, რომ პესიმისტურადაა განწყობილი:
„ლანგმა თავის ქვეყანაში გოლები გაიტანა? ნახეთ, რამდენი მატჩი დაიწყო სასტარტოდან და როგორ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა… ამას გარდა, მე თქვენ გეკითხებით, რა დონის ტურნირებში გაიტანა? იქ თავის გამოჩენას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ორი გამორჩეული გუნდია (პსვ და აიაქსი – რედ.) და კონკურენცია დიდი არ არის.
კვარაცხელიას შეცვლის? მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, იგივეს ვიტყვი ნერესზე, მას ხვიჩა მარცხენა ფლანგზე უნდა შეეცვალა, თუმცა იმისათვის, რათა გოლი გაიტანოს, მარჯვნივ თამაში სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტანოს სამოქმედო სივრცეს შეუზღუდავს. მატეო კი ანგისასთან და დი ლორენცოსთან ერთად ფრთაზე ძლიერ კავშირს ამყარებს. ის ადრე ცენტრში ირჯებოდა, ხოლო შემდეგ გარემარბის პოზიციაზე გადაინაცვლა და ახალი კალეხონი გახდა“.
26 წლის ლანგმა გასულ სეზონში ჩემპიონატის 29 მატჩში 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეაპოლურ კლუბს ტრანსფერი დაახლოებით 28 მილიონი ევრო დაუჯდება.
“ტოტენჰემი”, “რომა” და სხვები – მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა “სპარტაკთან” კონტრაქტი გააფორმა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან – ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება – პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
“ოსიმენი “ნაპოლიში” ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას” – ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
“არავითარი კლოპი, “ნაპოლი” მან უნდა ჩაიბაროს” – ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
“კვარა” სლალომისტია, ნერესი კი მხოლოდ მოთხილამურე” – ფედელე ვითარებას ისევ ობიექტურად აფასებს
პირველად მესის კარიერაში – ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ფედელე: “კვარას” მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ – კარტოფილის ტომარა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
“როცა დე ლაურენტისზე ეს გავიგე, გადავირიე” – ფედელე
კასანომ “ნაპოლის” კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
