იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკის გამო „ნაპოლის“ გულშემატკივრებს რადიო Marte-ს ეთერში გონებაშეზღუდულები უწოდა:
„ჩემი აზრით, კვარაზე“ ასე ლაპარაკი ვულგარული პროვინციალიზმია. განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს ხალხი გონებრივად როგორი შეზღუდულია! კლუბის მფლობელმა ისევ ხელში აიღო სატრანსფერო საკითხებში ძალაუფლება და გადაწყვეტილება ბიუჯეტის სასარგებლოდ მიიღო, რაც გუნდის გაუმჯობესებას არ ემსახურება.
რევოლუციური უთანხმოების პირველი სიმპტომები უკვე ზაფხულში შეინიშნებოდა და შეთანხმების მიღწევა იანვარშიც ვერ შეძლეს. „ნაპოლი“ სხვა გზით წავიდა, ვიდრე ადრე და გამოსავალი იპოვნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე
დაკარგა. დააშანტაჟა თუ არა კვარაცხელიამ „ნაპოლი“, რომელსაც შეეძლო ახლა რომ არ დათანხმებულიყვნენ ტრანსფერზე, ფიფას მე-17 პუნქტით ესარგებლა და პსჟ-ში ზაფხულში წასულიყო? არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. კლუბი იძულებული გახდა გაეყიდა, ვინაიდან კონტრაქტის განახლება გადაუდეს. ადრე რომ შეეთავაზებინათ, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად გამოსულიყო“.
