ფედელე: გეტყვით, “ნაპოლის” გოლების გატანა რატომ უჭირს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “ნაპოლის” გულშემატკივარმა ენრიკო ფედელემ “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.
ფედელეს თქმით, “ნაპოლის” გოლების გატანა იმიტომ უჭირს, რომ ოსიმენს სათანადო შემცვლელი არ ჰყავს.
“როდესაც “ინტერში” ლაუტაროს უგოლო სერია აქვს, მას ტურამი ცვლის. “ნაპოლის” კი ოსიმენის გარეშე გოლების გატანა არ შეუძლია. იგივე სიტუაციაა “იუვენტუსშიც” – თუ ვლაჰოვიჩი არ თამაშობს, “ბიანკონერის” შედეგიანობა მაშინვე უარესდება.
ბოლომდე დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან მაცარის ხელმძღვანელობით, ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მოედანზე არ გვინახავს. ნიგერიელს ბრწყინვალე მონაცემები აქვს, დაველოდოთ და ვნახოთ, ვიქტორის დაბრუნება რას შეცვლის”, – განაცხადა
ფედელემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” მორიგ მატჩს 4 თებერვალს, “ვერონას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში