ფაშინიანმა ღარიბაშვილთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 26 იანვარს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
დღესვე საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ორი ქვეყნის ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა, რაც საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დროს შეამცირებს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტსაც.
„ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ