სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაში შუამავლობისთვის.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დაწერა X-ის თავის მიკრობლოგში, ტრამპის მიერ Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტზე რეაგირებისას.
Once again thank you President @realDonaldTrump for brokering this historic agreement with Azerbaijan — something no one before achieved.
Reaffirming my commitment to work on further institutionalization of peace & realization of TRIPP. https://t.co/42OTH6GmrQ — Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) September 17, 2025
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აზერბაიჯანთან ამ ისტორიული შეთანხმების საკითხში მედიაციისთვის, რაც მანამდე არავის არ გამოუვიდა. ვადასტურებ ჩემს ერთგულებას, რომ ვიმუშაო სამშვიდობო პროცესის შემდგომ ინსტიტუციონალიზაციაზე და „ტრამპის გზის“ განხორციელებაზე“, – დაწერა ფაშინიანმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
