სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა სომხეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტებს ლევონ ტერ-პეტროსიანს, რობერტ ქოჩარიანსა და სერჟ სარგსიანს, რომლებმაც ის დაადანაშაულეს 44-დღიანი ომის პროვოცირებასა და სომხეთის ომში ჩათრევაში. წერს არმენპრესი.
“ადამიანები, რომლებმაც სომხეთი ომში ჩათრიეს მათი პოლიტიკური საქმიანობის პირველივე დღიდან, შემდეგ გაიქცნენ, სახლში დასხდნენ, დღეს კი გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ ჩავითრიეთ სომხეთი ომში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აქვე ფაშინიანმა რიტორიკული კითხვა დასვა: ნუთუ სომხეთი ომში არ ყოფილა 2019, 2018, 2017, 2016 და წინა წლებში?




