ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში „მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა.
„მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ“, – განაცხადა მან.
„ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ – და მეც იმავეს ვგრძნობ“, – განაცხადა მან.
2024 წლის 1 იანვარს ფორმალურად შეწყვიტა არსებობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ. ამის შესახებ ბრძანებას ხელი სექტემბერში მოაწერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი დაამყარა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.
„მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – თქვა მან და დასძინა:
„ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშავოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები, – და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის“.
ფაშინიანი ბოლო რამდენიმე თვეა, ბევრს საუბრობს მეზობლებთან, – აზერბაიჯანთან და თურქეთთან, – ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ათწლეულებია, ორივე ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტილია.
ფაშინიანმა სომხეთის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის და განაცხადა, რომ ხალხის დამსახურებაა, რომ 2023 წელს ხელფასები გაეზრდებათ სამხედროებს, მასწავლებლებს, და ყარაბაღიდან ლტოლვილების დახმარება გაგრძელდება.
ში ომის დაწყების შემდეგ, სომხეთში, საქართველოს მსგავსად, ს ბევრი მოქალაქე გადავიდა საცხოვრებლად, რამაც, ანალიტიკოსების თანახმად, მეტწილად განაპირობა ორივე ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება