ფაშინიანმა პუტინთან განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ ნიუანსები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობასაც ეხება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის -ის მედიაციით მიღწეული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი ითვალისწინებს ისეთ „ნიუანსებსაც“, რომლებიც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს უკავშირდება.
ფაშინიანმა და პუტინმა ორშაბათს, 22 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სამიტის შემდეგ გამართეს შეხვედრა და ისაუბრეს ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, ამერიკულმა კომპანიებმა აკონტროლონ აზერბაიჯანიდან თავის ანკლავ ნახიჩევანისკენ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო გზა.
შესავალ სიტყვაში ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის“, რაც, მისი თქმით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების „ახალ შესაძლებლობებს“ ქმნის.
„ამჟამად ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ძალიან კონსტრუქციულ ორმხრივ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ტრამპის მარშრუტის“ გზის განხორციელებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით“, – თქვა მან.
„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ცვლილებებია ჩვენს რეგიონში და აქ ბევრი ნიუანსია ს ფედერაციასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველა ამ საკითხის განსახილველად“, – განაცხადა სომხეთის ლიდერმა.
პუტინმა, თავის მხრივ, ისაუბრა მოსკოვსა და ერევანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ „კარგ გეგმებზე“.
„ვგულისხმობ ძველი მარშრუტების აღდგენას და ახალი მარშრუტების შექმნას, რომლებიც სომხეთის საზღვრებს გახსნის“, – თქვა მან დეტალების დაუზუსტებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…