ფაშინიანმა ერევანში უმასპინძლა -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს

17 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში უმასპინძლა -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში – ელისონ ჰუკერს.
თავად ჰუკერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეხვედრის ამსახველ ფოტოებსა და პოსტს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მასპინძლებთან იმსჯელა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და „ტრამპის მარშრუტზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP):
“რა შესანიშნავი დღე იყო ერევანში, აშშ-ის პრეზიდენტის აგვისტოს ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ. მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, არარატ მირზოიანთან, არმენ გრიგორიანთან, ვაჰან კოსტანიანთან და რუბენ რუბინიანთან აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე. TRIPP-ის განსავითარებლად, აშშ-სომხეთის ურთიერთგაგების მემორანდუმების განსახორციელებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის წინსვლისთვის, აშშ-ის პრეზიდენტისა და ს ლიდერობით ავამოქმედეთ სამუშაო ჯგუფები. ახლა ბაქოში მივემგზავრები!“.
სომხეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ ვებსაიტის თანახმად, ნიკო ფაშინიანმა ელისონ ჰუკერთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა და „აშშ-სთან პარტნიორობა ახლებურად აღიქმება როგორც სომხეთის მთავრობის, ისე საზოგადოების მიერ“. ნიკოლ ფაშინიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ვაშინგტონის 8 აგვისტოს მშვიდობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების დროულად განხორციელების მნიშვნელობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ერევანში ჩავიდა ვაშინგტონის სამიტზე ჩამოყალიბებული ხედვის განხორციელების ხელშესაწყობად. ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ინვესტივიების, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კომუნიკაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. საუბარი შეეხებოდა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყებას, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი უხელმძღვანელებს. ეს ჯგუფები იმუშავებენ ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებისა და TRIPP-ის განხორციელებაზე.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ ს ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ფორუმი