ფაშინიანმა და მარტა კოსმა სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაცია მიიღო.როგორც „არმენპრესი“  წერს, მიესალმა მართა კოსის ვიზიტს სომხეთში და აღნიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის მდიდარი დღის წესრიგის განსახილველად, რომელიც თანმიმდევრულად განაგრძობს გაფართოებას.გამოცემის ცნობითვე, ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სურს მოისმინოს კოსის შთაბეჭდილებები ორმხრივი პროცესების შესახებ და განიხილოს ყველა ორმხრივად საინტერესო საკითხი.“პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა სომხეთის მთავრობის ერთგულება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართ.მართა კოსმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მათ მიმართ გამოვლენილ პოლიტიკურ ნებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგის, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით”.მედიის ცნობითვე, შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სომხეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მიმდინარეობა, ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამების გაფართოების შესაძლებლობები, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ