ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთნ დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობს, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდება.
მან დღეს, 18 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა „არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება.