ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოვიდის გამო დსთ-ს სამიტში ვერ მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, არ დაესწრება დსთ-ს არაფორმალურ სამიტს, რომელიც რუსეთში გაიმართება.
“23 და 24 დეკემბერს ვიმყოფებოდი იზოლაციაში და სახლიდან ვიმუშავე. 25 დეკემბერს დიაგნოზი უარყოფითია და ჩვეულ სამუშაო გრაფიკს ვუბრუნდები. თუმცა, ჩემს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ, არ მივიღებ მონაწილეობას დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც დღეს პეტერბურგში გაიმართება,” – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ხვალ, 26 დეკემბერს არის ჩანიშნული.
მანამდე ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრთან ცალკე შეხვედრა არ არის ს პრეზიდენტის განრიგში. თუმცა, მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ საუბარი.
“ცალკე საუბრის გეგმები არ არსებობს. მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ საჭიროების შემთხვევაში,” – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?