მედია Golos Armenii-სთან ინტერვიუში სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა დეპუტატმა, ანა მკრტჩიანმა თქვა, რომ ნიკოლ ფაშინიანის საგარეო კურსი ქვეყანას საქართველოსა და ირანს აშორებს.
“მისი მიზანია დავკარგოთ კავშირი საქართველოსთან, ირანთან, დავკარგოთ სუვერენიტეტი. ნიკოლისთვის (ფაშიანიანი) ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება და მისი გეგმის საბოლოო დასრულება”. – თქვა მკრტჩიანმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პრემიერმინისტრს ყარაბაღის საკითხზეც აკრიტიკებს. მისი თქმით, ბოლო დროს გავრცელებული მოსაზრება, რომ სომხეთმა ქალაქი მეგრი დიდი ხნის წინ დაკარგა, ფაშინიანის ადმინისტრაციის პროპაგანდის ნაწილია.
მკრტჩიანი აღშფოთებულია იმით, რომ ფაშინიანი სულ უფრო უახლოვდება თურქეთსა და აზერბაიჯანს:
“თურქეთის ხელისუფლებასაც კი არ გაუკეთებია ისეთ განცხადებები, როგორებსაც ფაშინიანი აკეთებს, კერძოდ ვგულისხმობ მის ნათქვამს იმის შესახებ რომ სომხური გენოციდის მსხვერპლები სათითაოდ უნდა გადავითვალოთ”.
ოპოზიციონერმა ასევე დაცინვით ილაპარაკა ფაშინიანის ვიზიტზე აშშ-ში და არ გამორიცხა, რომ ჯეი დი ვენსთან შეხვედრის ამსახველი გავრცელებული ფოტო ყალბია.
“ეს ფოტო რომც იყოს რეალური, მაინც ვერ დავარქმევ მის ქმედებებს სამუშაო შეხვედრას, ვინაიდან არ არის შესაბამისი საცერემონიო ატრიბუტიკა და არ ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ მედიაში.
გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, მათ შორის ოფიციალურიც, არის არა სომხეთზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს რეპრესიული რეჟიმი ფაშინიანმა”. – ამბობს მკრტჩიანი.
წყარო: ტაბულა
