ფაშინიანი ტალინში ესტონეთის ლიდერებს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესტონეთში. ის შეხვდა ს პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალს, რომელმაც აღნიშნა, რომ ესტონეთი სომხეთს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირის რეფორმები: „მოხარული ვარ ციფრულ მმართველობაში, ინოვაციასა და განათლებაში ჩვენი საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით. ძლიერად ვუჭერ მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“.
ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა აგრეთვე ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის ახალ ხარისხში აყვანასა და სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა. მოგვიანებით ალარ კარისმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „კიდევ ერთხელ დავადასტურე ესტონეთის მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ სვლის მიმართ. ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, მშვიდობაზე სამხრეთ კავკასიაში და სთან კავშირების გაძლიერებაზე“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან და პარლამენტის სპიკერ რაული ჰუსართან.
ფაშინიანმა ტალინში მდებარე კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალთან პატივი მიაგო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას. მემორიალთან მას ახლდა ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტის საბჭოს წევრი მარტინ ანდრელერი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს