სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე იმყოფება. ფაშინიანმა კოპენჰაგენში თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წელს ისურვებდა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთს დემოკრატიის მაჩვენებლებში შესამჩნევი წინსვლა აქვს 2017 წლის შემდეგ და ბოლო წლებში სომხეთის ტერიტორიული და პოლიტიკური დანაკარგები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უმოქმედობის შედეგი იყო.
გამოსვლის შემდეგ, სამიტის მოდერატორმა პრემიერმინისტრ ფაშინიანს კითხვა დაუსვა, თუ როდის ისურვებდა ევროკავშირში გაწევრიანებას, რაზეც ფაშინიანმა უპასუხა, რომ უკვე 2024 წელს ისურვებდა სომხეთის ევროკავშირში შესვლას.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია სომხეთში უკვე რეალობა გახდა და დემოკრატია სომხეთისთვის და ფაშინიანის მთავრობისთვის მთავარი სტრატეგიაა.