ფაშინიანი სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროებაზე საუბრობს

სომხეთის პრემიერის, ს ინიციატივას, რეფენრედუმის გზით ახალი კონსტიტუციის მიღებაზე, რომელიც “რეალური სომხეთის” იდეოლოგიას გაამყარებს, უკვე მოჰყვა კრიტიკა სომხურ საზოგადოებაში.
აზერბაიჯანი “სამშვიდობო ხელშეკრულების” პირობად ითხოვს სომხეთისგან, მისი კონსტუციიდან ამოღებული იყოს მთიანი ყარაბაღის ცნება. “სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ.
ფაშინიანის განმარტებით, რეალური სომხეთის იდეოლოგიის კონსტიტუციით გამყარების სტრატეგიული მიზანია “სახელმწიფოებრიობას მოკლებული ერის ნარჩენი ფუნქციონირებიდან სახელმწიფოს შემქმნელი ერის მოდელის ფუნქციონირებაზე გადასვლა“.
პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიანს მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჯობს პირდაპირ ეთქვა, რომ ომიდან 4,5 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთი რეალური რეფორმა არ ჩატარებულა, დღეს კი აზერბაიჯანის მოთხოვნით იძულებული ვართ კონსტიტუცია შევცვალოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს, სუსტები ვართ. რომ ვერ მოგვცემს გარანტიას, რომ ამით დასრულდება ყველაფერი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი რისკების წინაშე ვდგავართ”.
ექსპერტები სომხეთში, ფაშინიანის ინიციატივას, თურქეთისა და აზერბაიჯანის მორიგი მოთხოვნის შესრულებად აღიქვამენ, რასაც, მათი აზრით, პერიოდულად მოჰყვება სხვადასხვა დათმობაზე წასვლა და მოთხოვნების შესრულება, რაც სომხეთის დამოუკიდებლობისთვის ძირგამომთხრელი იქნება.
მათივე აზრით, ხალხი არ მიიღებს ამ ცვლილებებს და ფაშინიანს ეს კარგად ესმის, თუმცა, რატომღა აჟღერებს ინიციატივას, მათთვის უცნობია.