“სასურსათო უსაფრთხოება და სასურსათო სტანდარტების დაწესება სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტული ხარჯვითი მუხლია. ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე არის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ცალკეული მიმართულება — დაწყებული სპორტული ინფრასტრუქტურით ჩვენს სკოლებსა და საზოგადოებებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შენდება”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომებზე განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროგრამებს მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ — მათ შორისაა ჩემი ველორბოლები. ეს არის კონკრეტული ბიუჯეტური პროგრამის შესრულება, რათა ვაჩვენოთ, რომ 49–50 წლის კაცისთვის არ არის სამარცხვინო ველოსიპედით გადაადგილება. ბოდიში, მაგრამ, ჩემი აზრით, სამარცხვინო სწორედ ის არის, როცა არ ვსარგებლობთ ველოსიპედით“ ,– ამბობს ფაშინიანი.
