ფაშინიანი საზოგადოებას ჰპირდება ეკლესიის “ანტიქრისტესგან” გათავისუფლებას – Netgazeti • Netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკ-პოსტით განაცხადა და პირობა დადო, რომ თავად ჩაუდგება სათავეში ეჩმიაძინის „გათავისუფლების“ პროცესს „ანტიქრისტეს“ ჯგუფისგან.
„ყველა ამ დებატში ერთი რამ გამოიკვეთა: აბსოლუტური გაუცხოება და კავშირის არქონა ქტრიჯ ნერსესიანს (სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე), ვაზგენ გალსტანიანს (დაკავებული არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი), გევორქ აჯაპაიანს (დაკავებული არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაიანი) და კიდევ რამდენიმე პირს შორის იესოსა და მისი სწავლების მიმართ.
იესოს სახლი, ადგილი, ანტიქრისტეს, დოგმატურ, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს დაკავებული და ეს ადგილი უნდა გათავისუფლდეს. მე თავად ჩავუდგები სათავეში ამ გათავისუფლებას“, — ნათქვამია ფაშინიანს პოსტში.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით ორი თვეა გრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა თქვა, რომ თუ დადასტურდება, გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
ასევე, არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანს ბრალი ედება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)