სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მთავრობის სახლში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი ასევე დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას.
იქამდე, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პრემიერ-მინისტრის სამთავრობო თვითმფრინავი წინა ღამით ვერ დაეშვა მოსკოვში რუსეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცის დროებითი დახურვის გამო.
“თვითმფრინავი გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში და უსაფრთხოდ დაეშვა „პულკოვოს“ აეროპორტში.„დილით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააგრძელა მოგზაურობა და გაემგზავრა მოსკოვში“, – დაწერა ბაღდასარიანმა.



