ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.
მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!