ფაშინიანი ორდღიანი ვიზიტით რუსეთში ჩადის

სომხეთის მთავრობის პრესსამსახური “ტელეგრამზე” ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პრემიერმინისტრი, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.
პრესრელიზის მიხედვით, 25 დეკემბერს ის მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხოლო 26 დეკემბერს – დსთ-ს არაფორმალურ სამიტში.
ოქტომბერში ფაშინიანი არ წასულა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოზე და დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ბიშკეკში, შემდეგ მან გამოტოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი მინსკში, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართა.
როგორც დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა, 26 დეკემბერს არაფორმალურ სამიტზე ს პრეზიდენტი პუტინი აპირებს “არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას, მიმდინარე საკითხების განხილვას, აზრების გაცვლას” თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ლიდერებთან.
რუსული პროპაგანდისტული “რია” წერს, რომ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე პუტინი შეაჯამებს გასულ წელს და განიხილავს ინტეგრაციის პერსპექტიულ სფეროებს.