ფაშინიანი მოსკოვში გლობალურ ატომურ სამიტს დაესწრება – კრემლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში გლობალურ ატომურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„არმენპრესის“ ცნობით, 25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა გლობალურ ატომურ სამიტზე, რომელიც მიძღვნილია რუსეთის ატომური ინდუსტრიის 80 წლისთავისთვის.
„რუსეთის პრეზიდენტთან ერთად სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მიანმარის კავშირის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი მინ აუნ ჰლაინი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი , ეთიოპიის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის, ნიგერის რესპუბლიკის და რიგი სპეციალიზებული ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კრემლმა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი