ფაშინიანი მიანიშნებს, რომ მზად არის ზანგეზურის დერეფნის მართვაში გარე რესურსის ჩართვისთვის

16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიშნა, რომ მზად არის ნება დართოს უცხოურ აქტორს მართოს ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილება აზერბაიჯანსა და მისსავე ნახიჩევანის ანკლავს შორის, სომხეთის გავლით.
ფაშინიანმა დაადასტურა ცნობები აღნიშნული მიზნით -ის მხრიდან ამერიკული კომპანიის დაქირავების შემოთავაზებაზე. სომხეთის პრემიერმინისტრის თქმით, იდეა განხილული იყო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
ფაშინიანმა ილაპარაკა დერეფნის სამართავად და მასში ინვესტირებისთვის ახალი კომპანიის შექმნაზე მიმდინარე “ინტენსიური დისკუსიების” შესახებ. კომპანიას ექნება “ბევრი ფუნქცია”, სატრანზიტო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით.
“ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ რკინიგზასა და ჩქაროსნულ გზებზე, მაგრამ ამ კონტექსტში ჩვენ აგრეთვე ვლაპარაკობთ მილსადენებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე, სატელეკომუნიკაციო კაბელებზე და ეს ინფრასტრუქტურა უნდა იმართოს და შეიქმნას”.
ფაშინიანმა, რომელიც გასულ კვირაში აბუ დაბიში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, განაცხადა, რომ სომხეთს აქვს “გარე რესურსის” მოზიდვის გამოცდილება და ამის მაგალითად მოიყვანა ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის, აგრეთვე წყალმომარაგებისა და სარკინიგზო ქსელის უცხოური კომპანიების მიერ მართვის ფაქტი.
“არა მგონია, სომხეთის სუვერენიტეტი, იურისდიქცია და ტერიტორიული მთლიანობა იქ რამენაირად დარღვეულიყოს”.
ს ზვარტნოცის აეროპორტში ჩასული ადამიანები სომხეთის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს გადიან. ფაშინიანმა არ უარყო, რომ აშშ-ის შემოთავაზების მიხედვით, სომხეთის მესაზღვრეები და მებაჟეები იმავე წესით არ შეამოწმებენ ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის ტვირთებისა და მგზავრთა ნაკადებს. პრემიერმინისტრის თანახმად, გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგია, რომ გამოირიცხოს სომხეთის მესაზღვრეებისა და მებაჟეების ფიზიკური კონტაქტი აზერბაიჯანის მგზავრებთან.
ბაქომ განაცხადა, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრაობა უნდა ამოირიცხოს სომხეთის სასაზღვრო კონტროლიდან. ერევანი ამ მოთხოვნებს არ თანხმდებოდა.
ფორუმი