ირაკლი კობახიძეს მოვახსენე, რა ხდება ტრამპის მარშრუტის პროექტის ფარგლებში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა “ოცნების” პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა.
ფაშინიანის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო სომხეთის თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე სომხეთის ურთიერთობებს რუსეთთან. მისი თქმით, ერევანსა და თბილისს რეგიონულ და ევროპულ მიმართულებებში საერთო ინტერესები აკავშირებთ.
მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება ტრამპის მარშრუტის პროექტის ფარგლებში. ვისაუბრეთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობაზე. ასევე ვესაუბრე სოხმეთის რუსეთთან არსებულ ურთიერთობაზე. მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი წარსულში სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის კონტექსტში, ძალიან ნიშვნელოვანი პარტნიორია ამ პროცესში საქართველო. იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრომლებთ და აქ ხელშესახები შედეგები გვექნება, – განაცხადა ფაშინიანმა.




