ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ერდოღანთან შეხვედრა ახალი იმპულსი იქნება თურქეთთან ურთიერთობისთვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა დეტალები გაავრცელა პრემიერ-მინისტრ სა და თურქეთის სომხური თემის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ, რომელიც სტამბოლში გაიმართა.
ფაშინიანმა მნიშვნელოვანი უწოდა სამუშაო ვიზიტს თურქეთში და აღნიშნა, რომ ის რეალობად იქცა ბოლო პერიოდში თურქეთთან გააქტიურებული დიალოგის შედეგად. მან ასევე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს.
ფაშინიანის თქმით, ვიზიტს საფუძვლად უდევს სომხეთ-თურქეთის სახელმწიფოებრივი ურთიერთობები, ხოლო მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ურთიერთობების დამყარების დღის წესრიგს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა თურქეთში სომხური თემის როლი სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა დამყარებისა და დიალოგის გაღრმავების პროცესში․
არმენპრესის ცნობით, მან ასევე უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დღევანდელ ვიზიტს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რეგიონულ განვითარებებს, „ნამდვილი სომხეთი“ იდეას და სხვა საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს