ფაშინიანი თეთრ სახლში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ვაშინგტონში, თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხეთის პრემიერის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობები და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.
დამატებითი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
6 თებერვალს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მიროზიანმა “X-ზე” განაცხადა, რომ ერევანი, რომელიც ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონთან, ცდილობს გააღრმაოს ორმხრივი კავშირები სხვადასხვა სფეროში და გახსნას ახალი შესაძლებლობები.
მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას სომხურ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში.
“სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, რომ ეფექტური გავხადოთ თანამშრომლობა სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში”, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
მიროზიანმა ასევე დაამატა, რომ სომხეთი მზადა ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
“მყარი საფუძვლითა და ნათელი პერსპექტივით ჩვენ ვცდილობთ გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის,” – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.
Delighted to accompany PM @NikolPashinyan during his visit to #Washington D.C. Building on 🇦🇲-🇺🇸 strategic partnership, we continue efforts & important conversations to make Armenia-U.S. cooperation great in economy, trade, security & more. With a strong foundation & wonderful… pic.twitter.com/oKSiJ761XO — Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) February 6, 2025
შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების მე-5 ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად 5 თებერვალს ჩავიდა, რომელიც ვაშინგტონში იმართება.